ვამარტივებთ
კომუნიკაციას

ინტერნეტ პაკეტები

CHAT პაკეტები

ტარიფები - (საქართველო)

image Description
გამავალი
ზარი *
1წთ / 1₾
image Description
გამავალი
SMS
0.3₾
image Description
შემომავალი
ზარი და SMS
უფასო
image Description
მობილური
ინტერნეტი
1მბ / 0.03₾
* მითითებული ტარიფები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების ნომრებზე დარეკვისას
პოპულარული ქვეყნები
ფართო დაფარვის პაკეტები
ყველას ნახვა

სიახლეები კავშირგაბმულობის სფეროდან

აბონენტის მთავარი ნავიგატორი - USSD menu

USSD ნავიგატორით სარგებლობისთვის, „გლობალ სელის“ ნომრიდან აკრიფეთ: *199#OK

USSD მენიუს სხვა ძირითადი კომბინაციები:

*100#OK - ბალანსისა და ნომრის გაგება

*101#OK - ინტერნეტ პაკეტის დარჩენილი მეგაბაიტების შემოწმება

*102#OK - ინტერნეტ პაკეტების შეძენა

*123#OK - ბალანსის გადარიცხვა

*112#OK - ტექნიკური დახმარება

რა არის eSIM ბარათი?

eSIM არის ტრადიციული, ფიზიკური SIM ბარათის თანამედროვე, ციფრული ალტერნატივა. ფიზიკური პლასტიკისგან განსხვავებით, eSIM ინტეგრირებულია პირდაპირ მოწყობილობაში. ეს ტექნოლოგია მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მოქნილ და მოსახერხებელ გზას მათი მობილური ქსელის კავშირების მართვისთვის, რაც გამორიცხავს ფიზიკური SIM ბარათის საჭიროებას.

როგორ შევიძინო eSIM ბარათი?

eSIM ბარათის შეძენა შესაძლებელია დისტანციურად, ვებ-გვერდზე www.GLOBALCELL.com.ge ან „გლობალ სელის“ ცენტრალურ ოფისში: თბილისი, მარი ბროსეს N2, ბიზნეს ცენტრი „სახლი ოპერასთან“.

როგორ შევიძინო ფიზიკური SIM ბარათი?

SIM ბარათის შეძენა შესაძლებელია „გლობალ სელის“ ცენტრალურ ოფისში: თბილისი, მარი ბროსეს N2, ბიზნეს ცენტრი „სახლი ოპერასთან“, ასევე სადილერო წარმომადგენლობების საშუალებით.


დისტანციურად შეკვეთა შესაძლებელია:

ვებ-გვერდზე GLOBALCELL.com.ge

ცხელი ხაზის ნომრებზე: 110 007 ან +995 322 420 200

ელ. ფოსტაზე [email protected]

სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით - www.facebook.com/GLOBALCELL.ge/


მიწოდების პირობები:

შეიძინეთ სიმ-ბარათი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ საკურიერო მომსახურებით სასურველ მისამართზე.

როგორ შევავსო ბალანსი ?

ბალანსის შევსება შეგიძლიათ სხვადასხვა გზით:


ვებ-გვერდიდან:
შეიყვანეთ თქვენი „გლობალ სელის“ ნომერი სრული ფორმატით (მაგალითად: 995559XXXXXX). თანხის გრაფაში მიუთითეთ სასურველი თანხის ოდენობა, მიჰყევით მარტივ პროცესს და დაასრულეთ გადახდა. გადახდის შემდგომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას SMS-ის სახით.


საგადახდო პროვაიდერების სერვისებით:
გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდებიდან: www.GLOBALCELL.com.ge; www.ipay.ge; www.mypay.ge; www.paybox.ge; www.moneymovers.ge. www.unipay.ge და სხვ.


დისტანციური ტერმინალით:
„საქართველოს ბანკის” დისტანციური ტერმინალით გადახდისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „გლობალ სელის“ ცხელ ხაზს: 11 00 07 (საქართველოდან), +995 322 420 200 (მთელი მსოფლიოდან) ყოველ დღე, 09:00-დან 21:00 საათამდე. ოპერატორს უკარნახეთ პლასტიკური ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა, CVC კოდის გარეშე) და დისტანციურად გადაიხადეთ სასურველი თანხა.


სწრაფი გადახდის აპარატებით:

გადახდა შეგიძლიათ ქვეყნის მასშტაბით განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან: NOVA, TBCPAY, EXPRESSPAY.


მობილური და ინტერნეტ-ბანკინგით:

„თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით ან/და ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით.


„გლობალ სელის“ ოფისში:

„გლობალ სელის“ ოფისში ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან როგორც ბალანსის შევსებაში, ისე თქვენს ანგარიშთან დაკავშრებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებაში.


პირობები და ლიმიტები:

ტრანზაქცია თქვენი ანგარიშის შესავსებად შეგიძლიათ განახორციელოთ 1 ლარიდან 3,000 ლარამდე ოდენობით.

როგორ გავიგო ბალანსი?

მიმდინარე ბალანსის შესამოწმებლად „გლობალ სელის“ ნომრიდან აკრიფეთ: * 100# და OK.

როგორ შევიძინო ინტერნეტ პაკეტი?

ინტერნეტ პაკეტის შეძენა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან. ამისათვის აირჩიეთ სასურველი პაკეტი, დაამატეთ კალათაში, შეიყვანეთ არსებული ნომერი ან დაამატეთ ახალი ნომერი და დაასრულეთ გადახდა.

ინტერნეტ პაკეტის შეძენა ასევე შესაძლებელია კომბინაციით. ამისათვის აკრიფეთ *, იმ ქვეყნის კოდი, რომლის პაკეტიც გსურთ, # და OK. მაგ: საქართველოში მოქმედი პაკეტისთვის აკრიფეთ: *995#OK.

გამონაკლისი კომბინაციებია:

კანადის პაკეტისთვის: *11#OK

ავსტრიის პაკეტისთვის: *143#OK

ყაზახეთის პაკეტისთვის: *77#OK

როგორ შევამოწმო ინტერნეტ პაკეტის დარჩენილი მოცულობა?

ინტერნეტ პაკეტის დარჩენილი მეგაბაიტების შესამოწმებლად აკრიფეთ: *101#OK.

როგორ შევიძინო CHAT პაკეტი?

CHAT პაკეტის შეძენა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან. ამისათვის აირჩიეთ სასურველი პაკეტი, დაამატეთ კალათაში, შეიყვანეთ არსებული ნომერი ან დაამატეთ ახალი ნომერი და დაასრულეთ გადახდა.
პაკეტის შეძენა ასევე შესაძლებელია ტელეფონიდან, კომბინაციით: *444#OK.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ CHAT პაკეტის პარალელურად სარგებლობთ ინტერნეტ პაკეტით და ორივე მათგანი მოქმედებს იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფებით, პირველ რიგში მოხდება ინტერნეტ პაკეტის გახარჯვა და აღნიშნულის შემდეგ დაიწყებთ CHAT პაკეტით სარგებლობას.

ვერ ვიყენებ მობილურის ინტერნეტს, როგორ მოვიქცე?

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ შეძენილი პაკეტი ნამდვილად ვრცელდება იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებით. ასევე შეამოწმეთ, რომ cellular/mobile data-ში მონიშნული გაქვთ შესაბამისი ბარათი და ამ ბარათის პარამეტრებში თქვენს ტელეფონზე ჩართული გაქვთ data-roaming პარამეტრი.

რა ემართება გამოუყენებელ მეგაბაიტებს, ვადის ამოწურვის შემდეგ?

მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ პაკეტში დარჩენილი მეგაბაიტები გაუქმდება.

როგორ გავიგო არის თუ არა ჩემი ტელეფონი თავსებადი eSIM-თან?

თანამედროვე სმარტფონებისა და პლანშეტების უმეტესობა, Apple, Google, და Samsung-ის პოპულარული მოდელები თავსებადია eSIM-თან, თუმცა შეძენამდე შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი მოწყობილობის თავსებადობა სპეციალური გვერდიდან "შეამოწმე მოწყობილობის თავსებადობა".

როდის უნდა დავაყენო eSIM, თუ მსურს მისი გამოყენება მოგზაურობისას?

თუ მოგზაურობას გეგმავთ, უმჯობესია გამგზავრებამდე დააინსტალიროთ თქვენი eSIM. ეს შესაძლებელია თქვენი მობილური ინტერნეტის ან Wi-Fi კავშირის გამოყენებით. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ჩართულ ბარათზე ავტომატურად გააქტიურდება თქვენს მიერ შეძენილი პაკეტი.

შემიძლია გამოვიყენო ჩემი ტელეფონი ინტერნეტის გასაზიარებლად?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ინტერნეტი სხვა მოწყობილობებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია ლეპტოპთან, ან ისეთ მოწყობილობასთან გაზიარებისას, რომელსაც არ აქვს სიმის მხარდაჭერა.