5.50 ₾
-დან
1 GB
გლობალსელში ბალანსის შევსება შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან ორი კლიკით, მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატებით, ფილიალებში, ბანკში და სხვადასხვა ვებ-გვერდზე. მეტი ინფორმაციისთვის თუ როგორ მართოთ თქვენი ანგარიში, იხილეთ ხშირად დასმული კითხვების სექცია.
გლობალსელის ყველა ბარათსა და პაკეტზე გათვალისწინებულია ათეულობით სერვისი მომხმარებლებისთვის, რომლებიც შექმნილია სპეციალურად მომხმარებლების კომფორტისათვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
სხვადასხვა ინტერნეტ პაკეტების გააქტიურება შეგიძლიათ მარტივი შეძენის მეთოდით ჩვენი ვებ-გვერდიდან, როგორც თქვენთვის, ისე გლობალსელის ნებისმიერი აბონენტისთვის. დაკლიკეთ სასურველ პაკეტს, აირჩიეთ პერიოდი/GB და შეიძინეთ თქვენი ანგარიშიდან, ან სულაც რეგისტრაციის გარეშე უსაფრთხო ონლაინ გადახდის საშუალებით გამოიყენეთ ნებისმიერი საბანკო ბარათი.
eSIM ბარათს მრავალი უპირატესობა გააჩნია: იოლად გადართვა სხვადასხვა ოპერატორზე, სხვადასხვა ტელეფონის ნომრის გააქტიურება, დამატებითი უსაფრთხოება, რადგან მისი დაკარგვა და ფიზიკურად ამოღება შეუძლებელია.
უფრო მეტი ინფორმაციისთვის eSIM ბარათების უპირატესობებზე იხილეთ ჩვენი ბლოგ-პოსტი: eSIM ბარათის ხუთი უპირატესობა
დიახ, ხარისხის თვალსაზრისით, ზარები, მესიჯები, ინტერნეტი და ყველა სერვისი, რომელიც შესაბამისი სატარიფო გეგმით შეიძინეთ, ისევე იმუშავებს როგორც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაში.
ელექტრონული სიმ ბარათის გადმოწერისთვის აუცილებელია ინტერნეტ კავშირი. აქტივაციის შემდგომ კი შეგიძლიათ მისი გამოყენება ინტერნერტის და Wi-Fi-ს გარეშე.
დიახ, eSIM ბარათები აქტიურად გამოიყენება როუმინგში. გლობალსელში შეგიძლიათ შეიძინოთ eSIM ბარათი და შესაბამისი პაკეტი, ნაკრები, რომელიც შექმნილია მოგზაურობისთვის, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ ბევრად იაფი, ხელისაწვდომი სერვისით, ვიდრე სტანდარტული როუმინგია.
თუ თქვენ გაიაქტიურეთ ელექტრონული სიმ ბარათი და შეიძინეთ შესაბამისი პაკეტი/ნაკრები, მაგრამ მაინც არ გაქვთ ინტერნეტი ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებში გავრცელებული შეცდომაა. დარწმუნდით, რომ cellular/mobile data-ში მონიშნული გაქვთ შესაბამისი ბარათი და ამ ბარათის პარამეტრებში თქვენს ტელეფონზე ჩართული გაქვთ data-roaming პარამეტრი.
თანამედროვე სმარტფონებისა და პლანშეტების უმეტესობა, Apple, Google, და Samsung-ს პოპულარული მოდელები თავსებადი არიან eSIM-თან, თუმცა შეძენამდე შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი მოწყობილობის თავსებადობა სპეციალური გვერდიდან შეამოწმე მოწყობილობის თავსებადობა.
დისტანციურად შეკვეთა:
ადგილზე შეძენა:
მიწოდების პირობები:
შეიძინეთ სიმ-ბარათი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ საკურიერო მომსახურებით სასურველ მისამართზე.
როგორ შევავსო ბალანსი
ბალანსის შევსება შეგიძლიათ სხვადასხვა გზით:
ვებ-გვერდიდან:
ბალანსის შევსება შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდიდან, შეიყვანეთ თქვენი გლობალ სელის ნომერი სრული ფორმატით (მაგალითად: 995559XXXXXX). დარწმუნდით მითითებული ნომრის სისწორეში, რომ ის ნამდვილად არის გლობალსელის ნომერი. გრაფაში “თანხა” მიუთითეთ თანხის ოდენობა, მიყევით მარტივ პროცესს და დაასრულეთ გადახდა. შემდეგ გადახდის შემდგომ თქვენ მიიღებთ sms ან ელ-ფოსტის შეტყობინებას.
საგადახდო სერვისებით:
The payment is acceptable from the following platforms:
www.GLOBALCELL.com.ge; www.ipay.ge; www.mypay.ge; www.paybox.ge; www.moneymovers.ge. www.unipay.ge და სხვ.
დისტანციური ტერმინალით:
“საქართველოს ბანკის” დისტანციური ტერმინალით გადახდისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გლობალ სელის ცხელ ხაზს 11 00 07 (საქართველოდან), +995 322 420 200 (მთელი მსოფლიოდან) ყოველ დღე, 09:00-დან 21:00 საათამდე. ოპერატორს უკარნახეთ პლასტიკური ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა) და დისტანციურად გადაიხადეთ სასურველი თანხა.
სწრაფი გადახდის აპარატებით:
გადახდა შეგიძლიათ ქვეყნის მასშტაბით განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან: NOVA, TBCPAY, EXPRESSPAY.
მობილური და ინტერნეტ-ბანკინგით:
თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით ან და ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით.
გლობალსელის ოფისში:
ჩვენს ოფისში ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან როგორც ბალანსის შევსებაში, ისე თქვენს ანგარიშთან დაკავშრებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებაში.
პირობები და ლიმიტები:
ტრანზაქცია თქვენი ანგარიშის შესავსებად შეგიძლიათ განახორციელოთ 1 ლარიდან 3,000 ლარამდე.
eSIM არის ტრადიციული, ფიზიკური SIM ბარათის თანამედროვე, ციფრული ალტერნატივა. ჩიპებისგან განსხვავებით, eSIM ინტეგრირებულია პირდაპირ მოწყობილობაში. ეს ტექნოლოგია მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მოქნილ, უსაფრთხო და მოსახერხებელ გზას მათი მობილური ქსელის კავშირების მართვისთვის, რაც გამორიცხავს ფიზიკური SIM ბარათის საჭიროებას.
თუ მოგზაურობას გეგმავთ, უმჯობესია გამგზავრებამდე დააინსტალიროთ თქვენი eSIM. ეს შესაძლებელია თქვენი მობილური ინტერნეტის ან Wi-Fi კავშირის გამოყენებით. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ჩართულ ბარათზე ავტომატურად გააქტიურდება თქვენს მიერ შეძენილი პაკეტი.
მეგაბაიტები პაკეტებში ვალიდურია მხოლოდ მითითებული ვადისა და მოცულობის პირობებში. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, დარჩენილი ტრაფიკი გაუქმდება.
აბსოლუტურად! თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ინტერნეტი სხვა მოწყობილობებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია ლეპტოპთან ან ისეთ მოწყობილობასთან გაზიარებისას, რომელსაც არ აქვს eSIM მხარდაჭერა.