ვამარტივებთ კომუნიკაციას
შპს „გლობალ სელი“ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე 2009 წლის 6 აპრილს რეგისტრირებული ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია (ს/კ 204567085).კომპანია „გლობალ სელმა“ 2009 წლიდან შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს ინოვაციური საერთაშორისო/ევროპული სიმ-ბარათები უფასო ზარებით როუმინგში. დროთა განმავლობაში, სერვისებისა და პროდუქტების მუდმივი დახვეწისა და გამრავალფეროვნების პროცესში, კომპანიამ შეძლო, მომხმარებელთათვის შეეთავაზებინა სამოგზაურო სიმ-ბარათი როგორც ევროპული, ისე ამერიკული, ბრიტანული და ქართული ნომრებით. აღსანიშნავია ციფრული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაც, რისი საშუალებითაც აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, „გლობალ სელის“ სხვა 20-მდე პროდუქტთან ერთად, მიიღონ ელექტრონული სიმ-ბარათები (e-SIM) მრავალფეროვანი, დახვეწილი და ხელმისაწვდომი სატელეკომუნიკაციო სერვისებით.
