GCP კატეგორიები

როგორ ჩავერთოთ GCP-ში

ჩვენი პარტნიორობის პროგრამა გთავაზობთ უნივერსალურ სარგებელს, რომელიც წევრთა ნებისმიერ კატეგორიაზე ვრცელდება, რაც უზრუნველყოფს ყველა პარტნიორის მიერ ჩვენი რესურსებითა და მხარდაჭერით თანაბარი სარგებლის მიღებას მათი შემდგომი წარმატების მხარდასაჭერად.

კონკურენტუნარიანი საკომისიოები: მიიღეთ ბენეფიტები ყველა გაყიდვაზე თქვენი პარტნიორობის დონის მიუხედავად, რაც უზრუნველყოფს თქვენთვის შემოსავლის მდგრად ნაკადს.
მარკეტინგული მხარდაჭერა: ხელმისაწვდომობა სარეკლამო მასალებზე, მარკეტინგულ სტრატეგიებსა და ტრენინგებზე, რაც დაგეხმარებათ პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციაში.
გამოყოფილი მხარდაჭერის პროგრამა: მიიღეთ მუდმივი მხარდაჭერა თქვენთვის გამოყოფილი საპარტნიორო მხარდაჭერის გუნდისგან, რაც დაგეხმარებათ წარმატებისთვის საჭირო რესურსებისა და პასუხების მისაღებად.
პროდუქტის ტრენინგი: ყოვლისმომცველი ტრენინგი ჩვენს eSIM ტექნოლოგიაზე, სერვისებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ ინფორმირებული და თავდაჯერებული მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს.
ზრდის შესაძლებლობები: მოხერხებულობა, რომელიც გაძლევთ საშუალებას ამაღლდეთ შემდგომ საფეხურებზე თქვენი ბიზნესის ზრდის შესაბამისად, რაც მაღალ საკომისიოებთან ერთად, დამატებით უპირატესობებს მოუტანს თქვენს ბიზნესს.
In The Office
ოფციები ყველა ბიზნეს სპეციფიკისთვის

თუ უკვე ჩართული ხართ ან გსურთ, ჩაერთოთ ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში, აქ აუცილებლად იპოვით შესაბამის კატეგორიას!

კატეგორიები

აფილირებული პარტნიორი

როგორც აფილირებული პარტნიორი, თქვენ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობთ ჩვენი პროდუქტების გასაცნობად თქვენი აუდიტორიისთვის. ეს პარტნიორული ფორმა იდეალურია ინდივიდებისთვის, ინფლუენსერებისთვის, ან მცირე კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი მარკეტინგული აქტივობებით საკუთარ არხებზე. გამოიმუშავეთ 5% საკომისიო გაყიდვებზე, სპეციალური, თქვენთვის გამოყოფილი პრომო კოდით. საკომისიოების თრექინგისა და რეპორტინგის ჩვენი სისტემის წყალობით პარტნიორობის დაწყება ძალიან სწრაფი პროცესია.

კორპორატიული პარტნიორი

კორპორატიული პარტნიორი არის ორგანიზაცია, რომელიც იძენს eSIM ბარათებს მისი თანამშრომლების ან და კლიენებისათვის. სარგებლის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ 10 სიმის შეძენიდანვე, რომელიც 10%-იანი ფასდაკლებით იწყება. ზრდადი გადაწყვეტილებაა, რომელიც გამიზნულია თქვენს კორპორატიულ საჭიროებებზე და გთავაზობთ მოქნილობას თქვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად.

დილერი

დილერი პარტნიორები აქტიურად ყიდიან ელექტრონულ სიმ ბარათებს. ისინი მოქმედებენ წინასწარი ან პოსტ-ფაქტუმ ანგარიშსწორებით. ეს პარტნიორული კატეგორია იდეალურია ბიზნესებისთვის, რომლებიც გაყიდვებს უშუალოდ განაგებენ. 20%-იანი ფასდაკლება ბარათების წინასწარი გადახდით შეძენაზე, ბენეფიტურია მათთვის ვინც წინმსწრებად ინვესტირდებიან. 10%-იანი ფასდაკლება პოსტ-ფაქტუმ შეძენაზე, იდეალურია მათთვის ვინც ორიენტირებულია ფულადი სახსრების მოძრაობაზე. ოფციები წინმსწრები თუ პოსტ-ფაქტუმ გადახდაზე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ბიზნეს სპეციფიკის მიხედვით. მხარდაჭერა და ტრენინგი პარტნიორობასთან ერთად გარანტირებულია, რათა დაგეხმაროთ თქვენი გაყიდვების ზრდასა და ორგანიზაციის წარმატებაში.

დისტრიბუტორი

დისტრიბუტორი პარტნიორები პასუხისმგებელნი არიან ბარათების დიდი რაოდენობით შეძენაზე სპეციფიკური რეგიონის, ადგილობრივი მხარდაჭერის ან გაყიდვების გეგმების მისაღწევად. ეს პარტნიორული კატეგორია შემუშავებულია მათთვის, ვინც მსხვილი მასშთაბის ოპერაციებს აწარმოებს და გააჩნია ტექნიკური მხარდაჭერის შესაბამისი შესაძლებლობები. 30%-იანი ფასდაკლება დიდი რაოდენობით ბარათების შეძენაზე (სულ მცირე 1,000 ერთეული eSIM ბარათი). კონკრეტულ ტერიტორიაზე ოპერირების უფლებებით თქვენ შეგიძლიათ ექსკლუზიური პარტნიორობის მოპოვებაც. ტექნიკური მხარდაჭერის პირველი ხაზის წარმოების უფლება, რათა მომხმარებლების კმაყოფილება მაქსიმალურად დავიცვათ. სპეციალურად თქვენთვის გამოყოფილი მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ თქვენი გაყიდვების გეგმების რეალიზებაში. თანამშრომლობა მარკეტინგულ აქტივობებზე, რათა გავზარდოთ რეგიონში ცნობადობა და პოზიციონირება.

ექსკლუზიური

ექსკლუზიური პარტნიორობა განკუთვნილია სპეციფიკურ შეთანხმებებზე და წარმოადგენს განსაკუთრებულ ბენეფიტებსა და პირობებს. ეს პარტნიორული ფორმა მოლაპარაკებადია ინდივიდუალურად თითოეული შემთხვევის მიხედვით, ინდივიდუალურად ყველა ორგანიზაციისთვის და აგებულია სტრატეგიულ თანხვედრაზე. ინდივიდიალური პირობები გაყიდვების მოცულობიდან, ოპერირების რეგიონიდან და ბაზრის პოტენციალიდან გამომდინარე. ექსკლუზიური უფლებები შეთანხმებულ ტერირიტორიულ ერთეულებსა და ინდუსტრიებში. გაძლიერებული მხარდაჭერა და თანამშრომლობა სტრატეგიული ზრდისა და განვითარების ინიციატივებზე.

ერთად ვიმუშაოთ კავშირგაბმულობის ინდუსტრიის გაძლიერებაზე.