წესები, პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება

1.1. ჩვენ (შპს “გლობალ სელ”, ს/კ 204567085 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორი) ორიენტირებული ვართ, დავიცვათ თქვენი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური მონაცემები და მკაფიოდ ვაცნობიერებთ, რომ ის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გვანდობთ მათი შინაარსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ფასეული და მნიშვნელოვანია თქვენთვის, შესაბამისად, ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა მათი დაცვა და საიდუმლოების უზრუნველყოფა;

1.2. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვახორციელებთ ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, იმ შემთხვევში, თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი მომსახურების მისაღებად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი, თქვენი ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად; მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

1.3. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ:

• იძენთ რაიმე პროდუქტს, ან მომსახურებას (მათ შორის, პროდუქტების ან მომსახურების შეძენა ონლაინ რეჟიმში, პორტალით, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ოფისში ან სხვა საცალო რეალიზაციის პუნქტში);

• რეგისტრირდებით კონკრეტულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე (მათ შორის, არეგისტრირებთ რა თქვენ სახელს და მისამართს საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ან ჩვენთან ქმნით ელექტრონულ ანგარიშს);

• ჩვენგან ითხოვთ რომელიმე პროდუქტის, ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციას, ან მოგვმართავთ შეკითხვით, ან საჩივრით;

• სარგებლობთ ჩვენი ქსელით და შპს „გლობალ სელის“ სხვა პროდუქტებითა ან მომსახურებებით.

2. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ

2.1. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დამოკიდებულია შპს „გლობალ სელის“ იმ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან/და გაქვთ გამოწერილი. ის მოიცავს:

• თქვენს სახელსა და გვარს, პირად ნომერს (სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების

შემთხვევაში), მისამართს (ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების შემთხვევაში), საკონტაქტო

ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს;

• თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსით, როგორიცაა შენიშვნა ან სატელეფონო ზარის ჩანაწერი,

რა ზარიც თქვენ განახორციელეთ ჩვენ რომელიმე საკონტაქტო ცენტრში, ელექტრონული საფოსტო შეტყობინება ან წერილი, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერები;

2.2. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობა, კერძოდ, როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვახდინოთ თქვენი, როგორც მომსახურების მიმღების ზუსტი იდენტიფიცირება, ასევე ჩვენ გვჭირდება დავაკვირდეთ თქვენთვის გაწეულ მომსახურებებს, მათ მოცულობას, საფასურის ზუსტად დასაანგარიშებლად და დასარიცხად, მომსახურების ხარვეზის აღმოსაფხვრელად და სავალდებულო ხარისხობრივი მაჩვენებლების შესასრულებლად და მომსახურების გასაუმჯობესებლად, ისევე როგორც ვალდებული ვართ, შევინახოთ ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები და შევასრულოთ საჯარო დაწესებულებების მხრიდან ამ მონაცემების აღრიცხვის და გამოთხოვის ვალდებულება.

3. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

3.1. ჩვენ შესაძლებელიაგ ამოვიყენოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია, რათა:

• დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენგან შეძენილი საქონელი და მომსახურებები და მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შეკვეთის დამუშავების მსვლელობის/მიმდინარეობის შესახებ;

• ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებით სარგებლობისათვის დაგარიცხოთ მომსახურების საფასური ან თქვენგან მივიღოთ შესაბამისი ოდენობის გადასახდელი თანხა;

• პასუხი გაგცეთ ნებისმიერ კითხვაზე ან გამოხატულ ინტერესზე, რაც შესაძლებელია გაგაჩნდეთ ჩვენი ქსელით, პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით;

• აღმოვაჩინოთ და თავიდან ავიცილოთ თაღლითური შემთხვევები და სხვა სახის დანაშაულები, ამოვიღოთ დავალიანებები ან გამოვავლინოთ დავალიანების მქონე მომხმარებლები.

3.2. ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას მხოლოდ იმ ვადითა და მიზნით, რაც მოთხოვნილია კანონმდებლობით.

3.3. 2024 წლის 1მარტიდან,ჩვენარვამუშავებთთქვენსპერსონალურმონაცემებსპირდაპირიმარკეტინგის მიზნით, არც ჩვენი პირადი და არც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების სარეკლამო შეთავაზებების განსახორციელებლად.

4. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება

4.1. ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენთან დაკავშირებულ რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, აგენტებს თუ სხვა ნებისმიერ მესამე პირებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირდაპირი შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებასთან (მათ შორის, შემდეგი საჯარო ორგანოების მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, სამართალდამცავი, საგამოძიებო, კონტრდაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები, საგადასახადო ორგანოები, სასამართლო, ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოები).

5. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა

5.1. ჩვენ გვყავს სპეციალიზებული უსაფრთხოების გუნდი, რომელიც მუდმივად ამოწმებს და ახდენს იმ ზომების გაუმჯობესებას, რომელთა მიზანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა უნებართვო წვდომისაგან, შემთხვევითი წაშლისაგან, გამჟღავნებისაგან ან განადგურებისაგან.

5.2. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მომსახურების გაწევის პროცესში გახდება ჩვენთვის ცნობილი, შევინახოთ სრულად კონფიდენციალურად, მივიღოთ შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოებისათვის (რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან) და არ დავუშვათ აღნიშნული მონაცემის სხვა პირთათვის გადაცემა (კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევების გარდა), ან მათი სხვაგვარი გამოყენება/დამუშავება და აღნიშნული ვალდებულების შესრულებისას ვიმოქმედოთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და აკრძალვების შესაბამისად/გათვალისწინებით.

5.3. თუ ჩვენ გაგვაჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი სატელეკომუნიკაციო არხის გამოყენებით, თავად ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის), აღნიშნული ცალსახად გულისხმობს ამ კონკრეტული ორგანიზაციის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების საკუთარი წყაროებითა და საშუალებებით ფლობას და გამორიცხავს ჩვენს მიერ, ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური ინფორმაციის, მისთვის გაზიარების/გადაცემის შესაძლებლობას.

5.4. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, სრულად და ზედმიწევნით შევასრულოთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები.

6. კონფიდენციალურობასა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი უფლებები

6.1. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღება

თქვენ უფლება გაქვთ, ჩვენგან მოითხოვოთ იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისადუსასყიდლოდ მიიღოთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის:

- თქვენს შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების

საფუძვლისა და მიზნის შესახებ;

- მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;

- მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა

შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე და სხვ.

თქვენ უფლება გაქვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გეცნობოთ ჩვენგან. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თქვენ უფლება გაქვთ, თავად აირჩიოთ ამ ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ თქვენ სხვა ფორმით არ მოითხოვთ ინფორმაციის მოწოდებას, მაშინ ინფორმაცია მოგეწოდებათ იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.

6.2. მონაცემთაგაცნობადაასლისმიღება

თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღება უსასყიდლოდ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური, ან ჩვენს მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს ფაქტობრივად დახარჯული რესურსის ოდენობას).

თქვენ უფლება გაქვთ, გაეცნოთ ზემოაღნიშნულ მონაცემებს ან/და მიიღოთ მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით განსხვავებული ვადაა დადგენილი. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გეცნობოთ ჩვენგან.

თქვენ უფლება გაქვთ, გაეცნოთ ზემოაღნიშნულ მონაცემებს ან/და მიიღოთ მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია ჩვენთან. თქვენ ასევე უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა ასლების მოწოდება განსხვავებული ფორმით, ჩვენს მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

6.3. მონაცემთაგასწორება,განახლებადაშევსება

თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, ხოლო ჩვენ, ვალდებულნი ვართ, გავასწოროთ, განვაახლოთ ან/და შევავსოთ მონაცემები აღნიშნული მოთხოვნის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით განსხვავებული ვადა არაა დადგენილი), ან გაცნობოთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განგიმარტოთ უარის გასაჩივრების წესი.

თუ ჩვენ თქვენგან დამოუკიდებლად გამოვავლენთ, რომ ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გონივრულ ვადაში გავასწოროთ, განვაახლოთ ან/და შევავსოთ მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცნობოთ აღნიშნულის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება), ან თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილ ვადაში თქვენი ინფორმირების ვალდებულების შესრულებას, ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ თქვენთან პირველი კომუნიკაციის განხორციელებისთანავე.

6.4. მონაცემთადამუშავებისშეწყვეტა,წაშლაანგანადგურება

თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, ხოლო ჩვენ ვალდებულნი ვართ, აღნიშნულიმოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) შევწყვიტოთ მონაცემთა დამუშავება ან/და მოვახდინოთ მონაცემების წაშლა ან განადგურება, ან გაცნობოთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განგიმარტოთ უარის გასაჩივრების წესი. ამასთან, ჩვენ უფლება გვაქვს, უარი ვთქვათ თქვენი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლისა და დასაშვებობის ფარგლებში (თქვენთვის შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენის პირობით).

თქვენ უფლება გაქვთ, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

თქვენ ასევე უფლება გაქვთ, სრულად და შეუზღუდავად ისარგებლობთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი და ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა უფლებებით.

6.5. მონაცემთადაბლოკვა

თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ თქვენ სადავოდ ხდით მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს, ან თუ მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და ითხოვთ მონაცემთა დაბლოკვას, ან მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ საჩივრის/სარჩელის წარსადგენად, ან თქვენ მოითხოვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა, ან არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში დავბლოკოთ მონაცემები ზემოაღნიშნული რომელიმე გარემოების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ან კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას, ან ჩვენი ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს თქვენი (განსაკუთრებით არასრულწლოვანის შემთხვევაში) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, ან “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.

მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ უფლება გვაქვს, მივიღოთ გადაწყვეტილება მონაცემთა განბლოკვის შესახებ, თუ არსებობს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირდაპირი საფუძველი.

მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით და ამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თან უნდა ერთვოდეს შესაბამის მონაცემებს.

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.

მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში, მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს თქვენი თანხმობით, ან სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად, ან ჩვენი ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.

6.6. მონაცემთაგადატანა

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირდაპირი საფუძვლებით, მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თქვენ უფლება გაქვთ, ჩვენგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.6.7. ავტომატიზებულიინდივიდუალურიგადაწყვეტილებისმიღება

თქვენ უფლება გაქვთ, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება თქვნი მხრიდან აშკარად გამოხატულ თანხმობას, ან როდესაც აუცილებელია თქვენსა და ჩვენს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად, ან როდესაც აღნიშნული გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

თქვენი შესაბამისი მოთხოვნისას, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მივიღოთ სათანადო ზომები თქვენი უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვის (გარდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), თქვენი მხრიდან მოსაზრების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მოცემის გზით.

ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს თქვენი უფლებების, თავისუფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის სათანადო გარანტიები.

6.8. თანხმობისგამოხმობა

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.

თქვენ უფლება გაქვთ, თანხმობა გამოიხმოთ იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადეთ. თანხმობის გამოხმობამდე, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ და მიიღოთ ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

6.9. თქვენიუფლებებისშეზღუდვა

თქვენი კონკრეტული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, ან დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს, ან თქვენს მიერ მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ან მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას, ან თქვენი ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას, ან სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას, ან სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

რომელიმე ზემოაღნიშნული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.

ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობისას, თქვენი უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზეუარის თქმის შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება უნდა გეცნობოთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ზემოაღნიშნული მიზნ(ებ)ის მიღწევას.

თქვენი უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა საქართველოს კანონმდელობითა და წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი გამონაკლისებისა. თქვენს მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, უარი განვაცხადოთ მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულნი ვართ, დაუყოვნებლივ წერილობით გაცნობოთ და ასევე, განგიმარტოთ გასაჩივრების უფლების შესახებ.

6.10. გასაჩივრება

თქვენ უფლება გაქვთ, წინამდებარე პოლიტიკითა და უპირველესად, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

თქვენ უფლება გაქვთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოთ მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თქვენ უფლება გაქვთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

7. რა ჩაითვლება მომსახურებით არაკეთილსინდისიერ სარგებლობად:

7.1. შპს „გლობალ სელის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, მომსახურების/სიმ-ბარათის გამოყენება საკონტაქტო ცენტრების, ლატარიის, ხმის მიცემის, გათამაშებების, რეკლამის, კონკურსების ორგანიზებისათვის, მარკეტინგის, ტელემარკეტინგის ან სხვაგვარი კომერციული მიზნებით. მაგალითად: შეტყობინების გაგზავნა უჩვეულოდ დიდი ოდენობის ადრესატებისთვის (bulk messaging, spam), უჩვეულოდ დიდი ოდენობის შეტყობინების/ზარების განხორციელება დროის მცირე პერიოდში, არასასურველი გზავნილის (spam) გაგზავნა, უჩვეულოდ დიდი ოდენობის ნომრებზე/ადრესატთან, ავტომატურ რეჟიმში ან არასასურველი შეტყობინებების/ზარების განხორციელება, მათ შორის, რაიმე სახის მომსახურების თუ პროდუქტის რეკლამირების მიზნით;

7.2. მომსახურების გადაყიდვა ნებისმიერი ფორმით, მესამე პირისათვის მომსახურებით სარგებლობის უფლების (სასყიდლით ან უსასყიდლოდ) მინიჭება, შპს „გლობალ სელის“ თანხმობის გარეშე სააბონენტო ნომრის/მომსახურების აპარატურის სასყიდლიანი ან უსასყიდლო გადაცემა მესამე პირებისთვის;

7.3. ნებისმიერი შემდეგი მანიპულაცია - ქსელში უნებართვო ჩართვა, ტრაფიკის დამისამართება, ხელოვნურად დიდი მოცულობის ტრაფიკის დაგენერირება, ავტომატური გამოძახება/დარეკვა ან ზარების დასრულება, სააბონენტო ნომრის ჩანაცვლება (A ნომრის ცვლილება), ზარის ტრანზიტი, ზარების უწყვეტი დამისამართება, ზარების განხორციელება სპეციალური მოწყობილობის (მაგალითად ე.წ. სიმ-ბოქსი) საშუალებით, ერთდროული (პარალელური) მრავალჯერადი ზარების განხორციელება, ნომრის/IP მისამართის ცვლილება, სიმ-ბარათის კლონირება, მომსახურების აპარატურაში პროგრამული უზრუნველყოფის გადაკეთება/ახლის ჩაწერა, მისი უნებართვო გადატანა სხვა მისამართზე, ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში

არასანქცირებული შეღწევა, Dos და DDoS შეტევა;

7.4. ქსელის გადატვირთვა შეუსაბამოდ მაღალი აქტივობ(ებ)ით, არაავტორიზებული შეთავაზებების

გაკეთებით, ასევე ყურადღების მისაქცევი შეტყობინებების დაგზავნით, ნებისმიერი ქმედებით, რომელიც იწვევს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის გამოხმაურებას/პასუხს (მაგალითად ე.წ. ტროლინგი) და რაც, მაგალითად, შეიძლება განხორციელდეს ელ. ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, აპლიკაციების და სხვა საშუალებების გამოყენებით;

7.5. სპამის, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელება, მომხმარებლების პერსონალური, საბანკო თუ სხვა სახის ინფორმაციის მოპოვების მცდელობა, მათ შორის და არა მხოლოდ, „ფიშინგი“ (Phishing), „სმიშინგი“ (Smishing), „სპუფინგი“ (spoofing), მრავალჯერადი მცდელობა წინასწარი გადახდის სისტემის ბარათის გააქტიურების მიზნით;

7.6. მომსახურების მიღება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩასადენად ან მსგავსი მიზნობრიობით ან რამაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს როგორც მესამე პირების ან შპს „გლობალ სელის“ დაცულ და მართლზომიერ ინტერესებს/უფლებებს;

7.7. მომსახურების მიღება თაღლითური ან სხვა ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის;

7.8. ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში და ინტერნეტის სხვა კომპონენტებში არასანქცირებული შეღწევა ან არასანქცირებული წვდომა შპს „გლობალ სელის“ ინფრასტრუქტურის რაიმე სახის რესურსებთან, მათ შორის, მონაცემების შეგროვების, შეცვლის, წაშლის ან კოპირების მიზნით;

7.9. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ მოხდება რომელიმე ზემოთჩამოთვლილი წესის დარღვევა და შპს „გლობალ სელის“ მიერ განხორციელდა ამ ფაქტის გამოვლენა, შპს „გლობალ სელს“ უფლება აქვს აბონენტს სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს მომსახურების მიწოდება, რაც ხორციელდება აბონენტის წინასწარი შეტყობინებით, ან მის გარეშე. შპს „გლობალ სელი“, ასევე უფლებამოსილია წინამდებარე წესების დარღვევის გონივრული ეჭვის არსებობისას საკომუნიკაციო ქსელის

უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, ან აბონენტებისათვის მომსახურებების შეუფერხებლად მიწოდების მიზნებისათვის, შეტყობინების საფუძველზე დააწესოს გარკვეული შეზღუდვები გამავალი/შემავალი ზარების ხანგრძლივობაზე და მოცულობაზე, გაგზავნილი/მიღებული შეტყობინებების ოდენობაზე, ზოგადად ტრაფიკზე, სრულად ან ნაწილობრივ განაკავშიროს მომხმარებელი ქსელიდან, ან შეამციროს, ან შეზღუდოს ინტერნეტ კომუნიკაციის ტრაფიკი.

წინამდებარე პოლიტიკის განახლების შემთხვევაში, ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოქვეყნდება შპს „გლობალ სელის“ ვებ-გვერდზე (www.globalcell.com.ge).