ჩვენი CSR აქტივობები
დაარსების დღიდან, კომპანია „გლობალ სელის“ საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას (მისი ძირითადი საქმიანობის გარდა), სხვადასხვა სოციალურ, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურულ და წამახალისებელ პროექტში მონაწილეობა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით „გლობალ სელს“ განხორციელებული აქვს ან მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით მსგავს აქტივობასა და ღონისძიებაში, მათ შორისაა:
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსწავლეებისთვის 100.000 ლარამდე ღირებულების ულტრათანამედროვე და სასწავლო პროცესთან სრულად ადაპტირებული პლანშეტების საჩუქრად გადაცემა;
- სპეციალური უფასო ეროვნული პორტალის შექმნა, რომლის საშუალებითაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სატრანსპორტო სერვისს იყენებენ ქართველი მოგზაურები და მათ შორის ხორციელდება უფასო ციფრული და სატელეკომუნიკაციო კავშირი;
- ქართველი ემიგრანტებისთვის შექმნილი უფასო სატელეკომუნიკაციო სერვისი, რომლის საშუალებითაც საქართველოდან ემიგრანტებთან დაკავშირება უფასოდ ხორციელდება;
- აბონენტთათვის წამახალისებელი კონკურსების ორგანიზება და ჯილდოების გადაცემა, მათ შორის, სრული სამოგზაურო პაკეტით დასაჩუქრება;
- საქველმოქმედო ღონისძიებების მხარდაჭერა და სპონსორობა, მათ შორის, თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტის გენერალური სპონსორობა და სხვ.;
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა და შესაბამის დაწესებულებათა დახმარება / მხარდაჭერა;
- უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, უკრაინაში მყოფი თანამოქალაქეებისთვის უფასო როუმინგისა და სატელეკომუნიკაციო კავშირის უსასყიდლოდ შეთავაზება;
- ისრაელში შექმნილი საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ისრაელში მყოფი თანამოქალაქეებისთვის უფასო როუმინგისა და სატელეკომუნიკაციო კავშირის უსასყიდლოდ შეთავაზება;
- ქართველი სპორტსმენებისა და ხელოვანების საერთაშორისო შეჯიბრებებსა და კონსკურსებში მონაწილეობისას, მათი უფასო მხარდაჭერა სატელეკომუნიკაციო სერვისებით და სხვ.