პარტნიორული თავსებადობა

Get Answers

GCP თავსებადობა

GLOBALCELL აფასებს პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, გამჭვირვალობასა და ურთიერთგანვითარებაზე. ჩვენ ვმუშაობთ მაღალი ეთიკური, სამართლებრივი სტანდარტებით და ველით საუკეთესო მიდგომებს პარტნიორებისგან, როგორც რეგულაციურ, ისე საოპერაციო ნაწილში. GLOBALCELL-ში ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი პარტნიორობა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ბიზნესის განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას, კლიენტთა სათანადო მომსახურებას, პასუხისმგებლობას, მონაცემების დაცვას და გლობალური რეგულაციური სტანდარტების დაცვას.

ქვემოთ მოცემულია პარტნიორული თავსებადობის მოთხოვნები, პროცესების და პოლიტიკების მთავარი ასპექტები, რომელსაც მოველლით ყველა პარტნიორისგან: რეფერალების, დისტრიბუტორების და სხვა ნებისმიერი GCP კატეგორიიდან

image Description
კანონიერება

ყველა პარტნიორი თანხვედრაში უნდა იყოს ადგილობრივ და საერთაშორისო კანონებთან, მათ შორის:

  • ტელეკომუნიკაციების რეგულაციები (თუ ეს ეხება პარტნიორთა კატეგორიას).
  • კონფიდენციალობის რეგულაციები (როგორიცაა GDPR).
  • მომხმარებელთა დაცვის წესები.
  • შრომისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები.

ჩვენ მოველით პარტნიორებისგან, რომ ისინი იზრუნებენ სამართლებრივ და რეგულაციურ თავსებადობაზე ინდუსტრიის სპეციფიკის მიხედვით.

image Description
ეთიკური ბიზნეს პრაქტიკა

ჩვენთვის ეთიკა პრიორიტეტულია და ველით, რომ ჩვენი პარტნიორები:

  • იქნებიან გამჭვირვალენი და იფუნქციონირებენ სრულფასოვნად.
  • მოერიდებიან ნებისმიერი სახის ქრთამს, კორუფციასა და უკანონო ბიზნეს პრაქტიკებს.
  • მათ ოპერაციებში იზრუნებენ მდგრადობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
image Description
წინასწარი შემოწმება

პარტნიორობის დაწყებამდე, ჩვენ გადავხედავთ:

  • თქვენს იურიდიულ მდგომარეობასა და რეპუტაციას.
  • მონაცემთა დაცვის კანონებისა და რეგულაციებთან შესაბამისობას.
  • სერტიფიკატებს (პარტნიორობის კატეგორიაზე დაფუძნებული).

ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ დოკუმენტაცია რათა დავადასტუროთ, რომ ყველაფერი თანხვედრაშია GCP სტანდარტებთან.

image Description
მონაცემთა დაცვა

თქვენი უსაფრთხო პოზიცია და მონაცემთა დამუშავების სტანდარტი ჩვენთვის კრიტიკულია, შესაბამისად მოვითხოვთ:

  • მონაცემთა უსაფრთხოების ზომებს გაზიარებული ინფორმაციის დასაცავად.
  • პარტნიორობისთვის საჭირო მოხმარებელთა თუ ბიზნესის ინფორმაციის შეზღუდული გამოყენება.
  • დაუყოვნებლივი შეტყობინება მონაცემთა დარღვევის შემთხვევებზე.

ჩვენ მოველით ყოველი პარტნიორისგან კონფიდენციალობის ჯეროვან დაცვას.

image Description
აუდიტი და მონიტორინგი

ჩვენი პარტნიორების გამართულობისთვის ჩვენ დროდადრო ვამოწმებთ შესაბამისობას. ეს შეიძლება გამოიხატოს შემდეგში:

  • ჩვენს პოლიტიკასთან თქვენი შესაბამისობის დასადგენად აუდიტის ჩატარება.
  • საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის ან ცალკეული ინფორმაციის გამოთხოვა.

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზე.

image Description
პარტნიორული შეუსაბამობა

თუ პარტნიორი არ შეესაბამება ჩვენს წესებს, ჩვენ შესაძლოა:

  • გავცეთ გაფრთხილება და დავადგინოთ გარკვეული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
  • შევაჩეროთ პარტნიორობა პრობლემის მოგვარებამდე.
  • გავწყვიტოთ პარტნიორობა სერიოზული ან განმეორებადი დარღვევის შემთხვევაში.

ჩვენთვის თავსებადობა პრიორიტეტულია, შესაბამისად სტანდარტების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული ქმედებები, მათ შორის სამართლებრივი.

image Description
კონფიდენციალობა

ჩვენ პატივს ვცემთ კონფიდენციალობას და იგივეს მოველით პარტნიორებისგანაც. ჩვენ შორის გაზიარებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა იყოს სათანადოდ დაცული და არ უნდა გამჟღავნდეს ჩვენი ნებართვის გარეშე, მათ შორის პარტნიორობის შეწყვეტის შემდეგაც.

image Description
მართლზომიერი გამოყენება

ყველა პარტნიორისგან მოველით GLOBALCELL-ის ბრენდის, ინტელექტუალური საკუთრებისა და რესურსების მიმართ პატივისცემას. GLOBALCELL-ის მიერ მიწოდებული ნებისმიერი მასალა, კონტენტი, პროდუქტი, მომსახურება თუ სერვისი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რაც პარტნიორობის შესაბამის შეთანხმებაშია განსაზღვრული და არ უნდა იქნეს გამოყენებული პირადი ან უნებართვო კომერციული სარგებლისა თუ უკანონო მიზნებისთვის.

პარტნიორებმა GLOBALCELL-ის რესურსები პასუხისმგებლობით უნდა გამოიყენონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს GLOBALCELL-ის ოპერაციებსა და საქმიან რეპუტაციაზე.