ბლოგი

ელექტრონული SIM ბარათის ხუთი უპირატესობა

დღევანდელ რეალობაში, როცა ახალი ტექნოლოგიური სიკეთეები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სულ უფრო მეტ ასპექტში გამოიყენება, ზოგჯერ მომხმარებლები მაინც არ არიან ინფორმირებულები ისეთ პოპულარულ საკითხებზეც კი როგორიც ელექტრონული სიმ ბარათია. eSIM-ები სმარტფონების განვითარების პარალელურად სულ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ხდება, თუმცა ბევრმა არ იცის უნდა არჩიოს თუ არა იგი ფიზიკურ, ტრადიციულ ბარათებს. იქნება ეს ძირითად მდებარეობაზე გამოყენება თუ მოგზაურობისას გააქტიურება, ხშირად, არაინფორმირებულობის გამო ეს საკითხი სკეპტიციზმს იწვევს მომხმარებლებში. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ უპირატესობას, რომელიც ელექტრონულ სიმ ბარათს, eSIM-ს გააჩნია ფიზიკურ ბარათთან მიმართებაში.

1. უკეთესი უსაფრთხოება

ფიზიკური SIM ბარათებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც არსებობს მოწყობილობის დაზიანების, ქურდობის, თაღლითობისა სხვაგვარი ხელყოფის რისკი; eSIM-ები ბევრად უფრო მოხერხებულია. რადგან ელექტრონული ბარათი ვირტუალურად არის ჩაშენებული მოწყობილობაში, ის უზრუნველყოფს მის თავსებადობას და ასევე აადვილებს მის სხვადასხვა მოწყობილობებს შორის.

2. გლობალური კავშირი

იმის გამო, რომ eSIM-ები ვირტუალურადაა მოწყობილობებში ჩაშენებული, იგი უფრო მოსახერხებელია რადგან ადვილად აძლევს საშუალებას მომხმარებელს შეცვალოს სატელეფონო სერვისი საზღვარგარეთ მოგზაურობისას და აადვილებს ახალი ნომრების გააქტიურებას ახალი SIM-ის შეძენის გარეშე - რომელი პროცესიც ფიზიკური SIM-ის შემთხვევაში აუცილებელია

3. ადგილის დაზოგვა

eSIM-ის არსებობით თქვენი ტელეფონის SIM-უჯრა არ იქნება დაკავებული, რაც მწარმოებლებს საშუალებას აძლევს დაზოგონ სივრცე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა უფრო დიდი ბატარეები ან უფრო თხელი მოწყობილობის დიზაინი.

4. ორმაგი ბარათის შესაძლებლობა

eSIM ტექნოლოგიის მქონე ბევრ მოწყობილობას ასევე აქვს ორმაგი SIM ფუნქცია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთდროულად ჰქონდეთ როგორც ფიზიკური SIM ბარათი, ასევე eSIM საკუთარ მოწყობილობაში რაც შესაფერისია მოგზაურებისთვის ან მათთვის, ვისთვისაც პირადი და საქმიანი ნომრების განცალკევება და მართვა პრიორიტეტულია.

5. ნაკლები ეკოლოგიური ზიანი

თავისი ვირტუალური დიზაინით ელექტრონული SIM ბარათები მნიშვნელოვნად ამცირებენ ტრადიციული SIM ბარათების მასობრივად შესაქმნელად გამოყენებული პლასტიკის ოდენობას, რითაც გაცილებით ნაკლებ გავლენას ახდენს გარემოზე.

გააზიარეთ:

სიახლეები კავშირგაბმულობის სფეროდან

მეტის ნახვა