ბლოგი

როგორ ანვითარებს ხელოვნური ინტელექტი ტელეკომუნიკაციებს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების შედეგად ტელეკომუნიკაციების ინდუსტრია კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება. ხელოვნურმა ინტელექტმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ვირტუალური ასისტენტებისა და ჩეთბოტების სფეროზე, რომლებიც მომხმარებელთა მომსახურებასა და ქსელის მენეჯმენტის განხრით ინოვაციურ ნაბიჯებს დგამენ.

ვირტუალური ასისტენტები, როგორსაც მსხვილი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერები იყენებენ მომხმარებლებს აძლევს მარტივ, მათზე მორგებულ მეთოდს AI-სთან კომუნიკაციისთვის. ხელოვნური ინტელექტის ეს სისტემები ხელმისაწვდომია მთელი დღის განმავლობაში და გვთავაზობს ტიპიური პრობლემების სწრაფი გადაჭრის გზებს; სერვისის პირობებზე, კონფიგურაციებზე, ფასებზე, გავრცელებული პრობლემების მოგვარების შესახებ ინფორმაციას და სხვა სასარგებლო რჩევებს ასეთი ბოტები ყოველდღიურ რეჟიმში აძლევენ მომხმარებლებს. ამგვარი ტექნოლოგიების წყალობით კომპანიები ზოგავენ ბიუჯეტს საოპერაციო ხარჯებზე, რითაც საშუალება ეძლევათ გამონთავისუფლებული თანხები მიმართონ ახალი ინოვაციების შემუშავებისკენ. ხელოვნური ინტელექტით დამზადებული ვირტუალი ასისტენტები დროთა განმავლობაში ბუნებრივი ენის ათვისებით და კლიენტთან ხშირი ურთიერთობით ავითარებენ კომუნიკაციის უნარებს, რაც აუმჯობესებს მომხმარებლის საერთო გამოცდილებას.

როდესაც ვსაუბრობთ კლიენტების ვირტუალურ დახმარებაზე სატელეკომუნიკაციო კომპანიის ჩარჩოებიდან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ Chatbot-ებს, რადგან ეს ტექნოლოგიაც გახდა სატელეკომუნიკაციო კომპანიების განუყოფელი ნაწილი მთელს მსოფლიოში. ჩატბოტი პასუხობს მომხმარებლების უმეტეს კითხვებს, ხოლო მანქანური დასწავლის (Machine learning) დახმარებით მათ შეუძლიათ წინასწარ განსჭვრიტონ მომხმარებლების სურვილები და მათთან რეალური პერსონალის მსგავსად აწარმოონ მუდმივი კომუნიკაცია. ჩატბოტებით ლოდინის დრო სულ უფრო მცირდება და მომხმარებლებს უჩნდებათ რეალური, უფრო ეფექტური დისტანციური დახმარების შესაძლებლობა.

გააზიარეთ:

სიახლეები კავშირგაბმულობის სფეროდან

მეტის ნახვა