ბლოგი
5G ქსელები, ჭკვიანი ქალაქები და ურბანული ცხოვრების მომავალი
5G ტელეკომუნიკაციების განვითარებასთან ერთად ჭკვიანი ქალაქების ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება. განვითარების ამგვარი დინამიკის პირობებში მალე მივიღებთ უფრო მჭიდროდ დაკავშირებულ, ეფექტურ და მდგრად ურბანულ პარამეტრებს. აქამდე წარმოუდგენელი სისწრაფით, მცირე შეყოვნებით და მოწყობილობების მრავალფეროვნებით. 5G ხსნის ახალ გზებს ინოვაციებისთვის რიგ ინდუსტრიებში, მათ შორის საჯარო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაში.
5G საშუალებას აძლევს ქალაქებს შეაგროვონ და ანალიზი გაუკეთონ რეალურ დროში არსებულ მონაცემებს მილიონობით მოწყობილობიდან; უკეთ მართონ სატრანსპორტო ნაკადი, შეამსუბუქონ საცობები და გააძლიერონ უსაფრთხოება. მრავალი ტექნოლოგია უკვე დანერგია განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებში. ამგვარი ტექნოლოგიის ნათელი მაგალითია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჭკვიანი შუქნიშნების მენეჯმენტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ 5G დიდ გავლენას ახდენს IoT-ზე (Internet of Things) რომელიც გადამწყვეტია სმარტ ქალაქების სერვის აპლიკაციებისთვის. 5G ასევე აუმჯობესებს სასწრაფო დახმარების სერვისებს მონაცემთა გაცვლით და რეალურ დროში კომუნიკაციის ჩართვით. თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მქონე ანალიტიკით საჯარო სამსახურებს შეუძლიათ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეაფასონ სხვადასხვა ვითარება ადგილზე, რაშიც ასევე გამოიყენება დრონებითი მონიტორინგისა და მაღალი გარჩევადობის ვიდეო ნაკადები;
ჯამში, 5G არის საკვანძო ტექნოლოგია რომელიც გაამარტივებს მრავალ მომსახურებას რომლებიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქური ცხოვრებისთვის, ასევე გააუმჯობესებს საჯარო სერვისებს და გზას დაუდებს უფრო უსაფრთხო, მწვანე მეტროპოლიტანების განვითარებისკენ.